logo logo

საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია
„ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები - 2022“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, ამა წლის 18 – 19 ნოემბერს ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 და იმს ფაკულტეტის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლიანი გამოცდილების, მეცნიერების, განათლების და კულტურის უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მოქალაქეობრივი ცნობიერების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, კვლევების, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ახალ გამოწვევებზე მოეგებული შესაძლებლობების შეთავაზება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 14 ფაკულტეტზე დღეს სწავლობს 23 000 ზე მეტი სტუდენტი.

სად გაიმართება კონფერენცია?

კონფერენცია გაიხსნება 2022 წლის 18 ნოემბერს 10:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში.

კონფერენციაზე დასწრება

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაში „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები - 2022", რომელიც გაიმართება ამა წლის 18 – 19 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ღილაკის დახმარებით

სამეცნიერო შრომათა კრებული

გაეცანით 2023 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულს

დოკუმენტის წაკითხვა